Sunday, October 1, 2017

პროექტის პორტფოლიო






ინტელის ტრენინგი ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო. 
_ გავიგე თანამედროვე მიდგომები სასწავლო პროექტებზე.
_გავიგე ბლოგზე მუშაობისა პრეზენტაციის ყველა ნიუანსი.
_ვისწავლე ბევრი ახალი ტერმინი და გავიგე სიახლეების შესახებ.
_გავიცანი საინტერესო კოლეგები, რომლებთანაც გავაგრძელებ საქმიან ურთიერთობას.
_დავგეგმე პროექტი და ვიმუშავე საუკეთესო ტრენერთან.
დიდი მადლობა ქალბატონ ირინას,  როგორც საუკეთესო პროფესიონალს და შესანიშნავი ადამიანური თვისებების მქონე პიროვნებას.

Sunday, September 24, 2017

დღევანდელი დღეც მეტად საინტერესო იყო.შევისწავლეთ როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეებს იმისათვის, რომ თვითრეგულირებადი გახდნენ. როგორ გავითვალისწინოთ მათი საჭიროებები.
  განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო ქალბატონი ირინას დაუზარელი შრომა. იგი მთელ ენერგიას და ძალას იყენებს ჩვენი განვითარებისათვის. დიდი მადლობა მას როგორც პროფესიონალს და როგორც საუკეთესო ადამიანური თვისებების მქონე პიროვნებას.

Saturday, September 23, 2017

დღევანდელი დღეც ძალზე საინტერესო იყო. ჩემთვის ნათელი და გასაგები გახდა:
- როგორ შევაფასოთ მოსწავლის ცოდნა, როგორ ჩავრთოთ მოსწავლეები შეფასების პროცესში, რა შეიძლება იყოს მასწავლებლის საუკეთესო პრაქტიკა. შეფასების რომელი ფორმა აფასებს მაღალ სააზროვნო უნარებს. მოვახდინეთ ნაშრომის შეფასება და გავაკეთეთ ჩეკლისტი. ვიმუშავეთ გეგმაში არსებულ შეფასების მოკლე მონახაზზე.

Sunday, September 17, 2017

ტრენინგის მეექვსე დღეც მეტად საინტერესო იყო. გავეცანი თუ რა ტიპის სამუშაოები უნდა შექმნას მოსწავლეებმა. გავეცანი მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების ნიმუშებს. გავერკვიე თუ რა სახის მოთხოვნები უნდა წავუყენოთ მოსწავლეებს. დღევანდელ დღეს შესწავლილი გამომადგება სასწავლო პროცესში. დიდი მადლობა ქალბატონ ირინას ასეთი საინტერესო დღისათვის.

Saturday, September 16, 2017

ტრენინგის დრევანდელი დღეც  საინტერესო იყო. შევისწავლე თუ როგორ უნდა მოვახდინო უკუკავშირის მიცემა. ასევე საავტორო უფლებების და მასალების  ლეგიტიმური გამოყენება. მომავალსი ეს საკითხები გამომადგება რათა მოვიპოვო საავტორო უფლებები. მადლობა ქალბატონ ირინას საინტერესო დღისათვის.

Sunday, September 10, 2017

ტრენინგის მეოთხე დღე საინტერესო იყო. დღეს შევისწავლეთ პრექტის  შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები, რომელიც აუცილებელია პროექტზე მუშაობის დროს.
დღევანდელ დღეს შესწავლილს გამოვიყენებ ჩემი შემდგომი მუშაობის პროცესში.

Saturday, September 9, 2017

დღევანდელი დღე ჩემთვის მეტად საინტერესო იყო. ვისწავლეთ პროექტის მიზნების გაწერა. შევუსაბამეთ სტანდარტები. ჩამოვაყალიბეთ მიმართულების მიმცემი კითხვები. დღეს შესწავლილ საკითხებს გამოვიყენებ ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში.

Sunday, September 3, 2017

ინტელის ტრენინგის დაწყებას დიდი ინტერესით ველოდი. ღრმად ვარ დარწმუნებული რომ აღნიშნული ტრენინგი მომცემს საშუალებას მოსწავლეებში საკმაოდ ამაღლდეს მოტივაციის დონე, რადგანაც ვეცდები სწავლებისას ხშირად გამოვიყენებ პროექტებით სწავლებას.